შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე კონსტიტუციის ის მუხლი მოიშველია, რომელიც ირაკლი კობახიძემ დაწერა და ნაციონალურმა მოძრაობამ ბოიკოტი გამოაცხადა 

შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე კონსტიტუციის ის მუხლი მოიშველია, რომელიც ირაკლი კობახიძემ დაწერა და ნაციონალურმა მოძრაობამ ბოიკოტი გამოაცხადა 

სირცხვილიას აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ევო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება. 

ირაკლი კობახიძის ინიციატივით ,,ქართულმა ოცნებამ’’ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 2017 წელს დაუჭირა, ნაციონალურ მოძრაობამ კი ბოიკოტი გამოუცხადა.

,,საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქართველოს დაახლოება ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან.’’ -განაცხადა დიღმელაშვილმა.