ირაკლი კობახიძე: პოლარიზაცია ცალმხრივად ვერ დასრულდება

ირაკლი კობახიძე: პოლარიზაცია ცალმხრივად ვერ დასრულდება

პოლარიზაცია ცალმხრივად ვერ დასრულდება. მთავარია მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით თუ რას ვაკეთებთ პოლარიზაციის შესამცირებლად. ამისთვის ძალიან ბერი რამ გაკეთდება, მათ შორის დავიწყებთ იმ პუნქტების შესრულებას, რომლებიც ევროკომისიის დოკუმენტშია ჩამოთვლილი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი პარტნიორებს ინფორმაციას ოპოზიციის ქმედებების შესახებაც მიაწვდის.

„ასევე მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის. დღევანდელი აქციაც ამის ნათელი მაგალითი იქნება. გარდა ამისა, რიტორიკა არის ის, რაც არის სრული ლუსტრაცია იმისა თუ როგორია ოპოზიციის განზრახვა. მათი განზრახვაა პოლარიზაცია გააღრმაონ, რათა შექმნან საფუძველი არეულობისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებისთვის და საბოლოო ჯამში ქვეყნის ომამდე მიყვანისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სცენარი წარუმატებლობისთვის არის განწირული“, - განაცხადა კობახიძემ.

Aburjga Tasmanieli დავიღალე, მაგრამ კიდევ გავიმეორებ - სანამ საქართველოში პოლიტიკური პარტიები კანონიერად იარსებებენ ანუ არ იქნებიან აკრძალულნი, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური პოლიარიზაცია გარდაუვალია, რადგან პოლიტიკური პარტიის არსებობის შინაარსში არის ჩადებული. ამიტომ პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება თუ გვინდა, მაშინ პოლიტიკური პატრტიები უნდა ავკრძალოთ ან ხანგრძლივი (მინიმუმ 25 წელი) მორატორიუმი უნდა დაწესდეს. აქ წარმოიშობა ასეთი კითხვა, როგორ შეიძლება დემოკრატიულ წყობილებაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვა?! მართალი ბრძანდებით, დემოლკრატიის მთავარი ატრიბუტი არის პოლიტიკური პარტიების არსებობა, პოლიტიკური პლიურალიზმი ანუ საზოგადოების პოლიტიკური დაყოფა და შესაბამისად მათ შორის პოლარიზაცია! ეს ხომ ძალიან მარტივია? ისმის კითხვა, არსებობს გამისავალი? - ჩემი აზრით არსებობს მარტივი და ცხადი გამოსავალი, უარი უნდა ვთქვათ დემოკრატიაზე, ავტოკრატიული მოწყობა, ტირანია ზედგამოჭრილი იქნება დღევანდელი საქართველოს მდგომარეობისათვის!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli უპირველეს ყოვლისა კი უარი უნდა ვუთხრათ კოლექტიურ დასავლეთს, აშშ-ს და ევროკავშირს - უნდა გვაკეთოთ, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს - ხალხმა მხარი დაუჭიროს, იმ განაცხადების ოფიციალური დენონსაცია რომელიც მიმართულია ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე!
2 წლის უკან
amo Aburjga Tasmaniel-ს, იცოცხლე კარგია დროებით ლაგამი ამოვდოთ პარტიებს, მარა ვინაა მაგის გამკეთებელი. ირაკლი კობახიძეს - გავიგეთ ბატონო, რომ ოპოზიციას ქვეყანა არ ადარდებს და მხოლოდ რევანშზე ფიქრობს, მ ა გ რ ა მ თქვენ რას აპირებთ?. ხალხი დაიღალა ამ ურთიერთბრალდებების მოსმენით. თუ ევროკავშირთან აპირებთ შემდგომ ურთიერთობას, მაშინ დააანონსეთ და აქტიურად დაიწყეთ მათ მიერ მოთხოვნილი რეფორმების გატარება და თუ ოპოზიცია გვერდში არ დაგიდგებათ, აიძულეთ დასავლეთი ეს დაინახონ. საქმე, პოლიტიკური საქმე ლაპარაკის ნაცვლად.
2 წლის უკან