რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისის ქუჩებში სიმბოლოებს ხატავდა, დააჯარიმეს

რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისის ქუჩებში სიმბოლოებს ხატავდა, დააჯარიმეს

რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისის შენობებზე კატის გამოსახულებას ხატავდა 10 000 ლარით დააჯარიმეს. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მიხაილ ვრონსკი ამტკიცებს, რომ ღამით არაფიზელ მდგომარეობაში დადიოდა და ხატავდა კატას, რომელსაც "შიშა" ჰქვია. 

"ორიოდე კვირის წინ სასამართლო პროცესი მქონდა, დღეს ოფისიდან ავიღე განაჩენი და პასპორტი, სადაც თითქმის ორი თვე ინახებოდა. პროკურორი თავდაპირველად 6-12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, მაგრამ 10 000 ლარის ჯარიმაზე დათანხმდა, რაც დაახლოებით 3 400 დოლარს შეადგენს",- წერს ის. 

მიხაილ ვრონსკის თქმით, ის კატებს მთელს თბილისში ხატავდა და ყურადღების ცენტრში ეს სიმბოლოები უკრაინაში ომის დაწყების გამო მოექცა, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ მინიშნებებს ტოვებდა. მისი თქმით, სახლში, რომელშიც ცხოვრობდა, დიდი რაოდენობით სამართალდამცავი მივიდა, სახლის გარეთ პოლიციის 15 ავტომანქანა იყო და 6-საათიანი ჩხრეკა ჩაატარეს, მასაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში კითხავდნენ, თუმცა რუსულ არმიასთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ იპოვეს.