ნინო ახობაძე: ფრანგულად როგორ იქნება

ნინო ახობაძე: ფრანგულად როგორ იქნება "აუუ, რამდენი ვართ"?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ექიმი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მე პირადად ძალიან მწყდება გული რომ თაკო ჩარკვიანს წაერთვა შანსი (ამ ეტაპზე)

ელისეს მინდვრებზე დასცეს ლეიბი.

ფრანგულად როგორ იქნება  "აუუ რამდენი ვაართ"!

ეს უკბილო ხუმრობა იქეთ იყოს და

იცი რას დავაკვირდი?

აქ ხალხს ჰგონია

კი არა და დარწმუნებულები არიან

ეს სტატუსი რომ მიგვეღო

ხვალიდან სხვანაირები გაიღვიძებდნენ - თავისუფალი, ლაღი, მომღიმარე და მშვიდი ევროპა - არ არის ის ბოროტი კუკლისთავიანი სატანისთვალებიანი ნაცი ვიოლა თუ ურსულა ფონ რაღაცა! 

რომლის გულიც ვერ გავახარეთ, იმიტომ რომ არ "მოვკვდით" (ვციტირებ) ამჯერად რუსებთან ომში.

დარწმუნებული ვარ, ევროპელების უმრავლესობამ არც იცის ამ ქალის გვარ-სახელი

იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი პოლიტიკით არ ცხოვრობენ, როგორც ჩვენ!

კიდევ იმაში ვარ დარწმუნებული რომ

ერთ-ერთი მართლა ღირებული ღირებულება, რაც აქვს ევროპას, ისაა რომ

უდანაშაულო ბიჭების ჩამხოცველ რეჟიმს ევროპელი ქალები არ ეტრფიან და

სასამართლოზეც დამნაშავე პრეზიდენტი ვერ ბედავს მოსამართლე შეურაცხყოს (შეიძლება ვცდები)

კიდევ ის რომ

ევროპაში მეეზოვეს და ყოფილ პრეზიდენტს ერთნაირად ასამართლებს კანონი;

და თუ ეს ასე არ არის, მაშინ საით მივილტვით ჩვენ?

და თუ ეს ასეა, მაშინ რა აყროყინებთ ნაცების მომხრეებს?

მოკლედ

ბევრი ვწერე უკვე ამ ყველაფერზე და ეხლა ვეცდები აი ასე დავასრულო:

1) სადაც არ უნდა წახვიდე (შეხვიდე), დაიმახსოვრე - ყველგან შენი თავი მიგყავს თან;

2) გაქცევა გამოსავალი არ არის. ეს ქვეყანა შენია;

3) არ შეიძლება სულ, ყოველთვის სხვისი მოგწონდეს - ეს მართლა საბჭოთა გადმონაშთია, როცა ბნედა გვემართებოდა ყველაფერ უცხოურზე;

4) კარგი და ცუდი-ყველგანაა, ყველა დროში, ნუ ჩავარდები უკიდურესობაში;

და

5) ისწავლე განსხვავებული აზრის პატივისცემა და მერე გაიფხრიწე ყვირილით "წინ ევროპისკენ"! თუ "შინ ევროპისკენ"!

ამას ყველაფერს ჩემს თავსაც ვეუბნები, არ გეგონოთ თქვენზე უკეთესი მეგონოს ჩემი არაევროპელი თავი. 

 და ბოლოს

  - იცხოვრეთ ადამიანებო

ხვალ შეიძლება გვიან იყოს, ამიტომ

ყველა წუთით დატკბით

მადლობა უთხარით ღმერთს - თუ ყველა ჯანმრთელი გყავთ

და დაუტოვეთ მომავალ თაობას, ჩვენ ბავშვებს ის

რაც ჩვენ ვერ შევძელით.

არა მგონია ამ თაობამ არასწორი გზა აირჩიოს.

იციით რამდენი ბედნიერი წუთი და წამია ამქვეყანაზე, რომელიც ხელში ისე შემოგადნებათ, შერგებასაც ვერ მოასწრებთ...

არ არის ბედნიერება ხანგრძლივი და მუდმივი და

არც ეს ცხოვრებაა იმხელა, ევროკავშირში მიგვიღებენ ეხლა თუ არა, მაგაზე დარდში დახარჯოთ დრო...

რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ და ასე ვცხოვრობ

და ალბათ ამან გადამარჩინა რომ ჭკუიდან არ შევიშალე. 

ცოტა ძაან დიდაქტიკური გამომივიდა ეს პოსტი და კაკ ვსეგდა გრძელი 

- იცხოვრე, დალოცვილო სიყვარულით, გაეცი და მიიღე სიყვარული

ამისათვის სულაც არაა საჭირო-მაინცდამმაინც კაცი (ქალი) გეწვეს გვერდით! თუმცა, ჯობს იწვეს!

ჰოდა 

რა ევროპა აბა, რა მათე!

ღრძილებიდან ზიზღი და შხამი სდით და

"ევროპა გადაგვარჩენსო"!

შენიანი შეიყვარე! 

თუ არა და, აი დარდი, იჯექი და დეელოდე

ჟენევაში ან ბრიუსელში როდის დაგრთავენ ნებას აქცია მოაწყო“...