ვახტანგ შევარდნაძე: ყველამ თავად გადაწყვიტოს, სად ვართ და სად მივემართებით

ვახტანგ შევარდნაძე: ყველამ თავად გადაწყვიტოს, სად ვართ და სად მივემართებით

იურისტი ვახტანგ შევრდნაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ევროკომისიის გუშინდელი რეკომენდაცია საქართველოსთან მიმართებაში უამრავ თემასა და საკითხს, ქვესაკითხსა და დაფარულ თუ ღია მესიჯს მოიცავს. 

თუ ამ ყველაფერს ძალიან გავამარტივებთ, მაინც ერთ ფუნდამენტალურ ნარატივამდე მივდივარ მე პირადად, და თქვენ კი თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ სათითაოდ, სად ვართ და საით მივემართებით. 

გვთავაზობენ და გვირჩევენ (სხვადასხვა აქტორის პირით, ზოგი პირდაპირ და ზოგი მანიპულაციებით, შინ თუ გარეთ), რომ დავბრუნდეთ სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილ-კოდუა-დათა და ბაჩო ახალაიების, გვარამიას სახელობის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ომი არის მშვიდობა, მისი წაგება-მოგებაა, საქართველო იზრდება და ამ დროს რეალურად კარგავს დიდ თუ მცირე ტერიტორიებს ყველა მეზობლის სასარგებლოდ, წელიწადში კვდება 150 პატიმარი, მათი რაოდენობა კი რეკორდულ რიცხვებს აღწევს 300 ათას პრობაციონერთან ერთად, სადაც სულთანის ხელში გამოცვლილ-გამოვლილი ქალები ცოლებად  ურიგდებათ მის იანიჩარებს და ისინიც ბედნიერ-მხიარულად ირგებენ მათ, ჩვენი გადახდილი ფულებით “4 პიჯაკად” შეფასებული ხარჯები თურმე მინიმუმ 9 მილიონი ლარია სულ მცირე, საქართველო გაბრწყინებულია და  “რუსთავი 2”-ით იწყება და მთავრდება დღე “მიშა მაგარიას” სიმღერითა და პოლიციის მიერ “მიშა, მიშას” ყვირილით განხორციელებული სასტიკი და ულმობელი დარბევებით მშვიდობიანი მომიტინგეების, სადაც ადამიანის ფასი ერთი თეთრიც არ არის და “ტონტონ-მაკუტებს” არავინ სჯის უამრავი უდანაშაული მსხვერპლის გამო, პრეზიდენტი და მისი ოფიციალური ცოლ-შვილი (ასევე მისი მრავალრიცხოვანი საყვარლები, ლობისტები და მეგობრებ-ნათესავები) თურმე ბიუჯეტის ხარჯზე უნდა სწავლობდნენ და სეირნობდნენ მთელ მსოფლიოში. 

ხოლო მას შემდეგ, რაც სულთანი განუბაჟებლად შემოარაჟანდება ქვეყანაში და სასამართლოს კანონიერი განაჩენით მოსვამენ იქ, სადაც მისი ადგილია, უკვე 8 თვეა თუ რაღაცაა, განუწყვეტლივ უნდა მოთქვამდეს, ითხოვდეს დედა-დედოფალს და სოსკას ერთდროულად 3 ცოლსა და 800 მნახველთან ერთად. 

უკრაინასა და მოლდოვაზე არაფერს ვამბობ, რამდენად “წინ” არიან ჩვენზე დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისა და კორუფციასთან ბრძოლის საქმეში (განსაკუთრებით ის მახალისებს, მოლდოვამ ესენგედან გამოსვლაც კი ვერ მოასწრო, იმდენად სწრაფად უკრეს თავი საფიხვნოში). 

და თურმე ახლა აღმოაჩინეს, რომ ჩვენ გეოგრაფიულად არცერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა რომ არ გვესაზღვრება და ჩვენი ევროპულობაც კი დააყენა ეჭვქვეშ ერთმა შეუპოვრობითა და ვაჟკაცობით ცნობილმა მათგანმა. 

მოკლედ და კონკრეტულად იმის თქმა მინდა, რომ დავუტოვოთ ცინიზმი ცინიკოსებს,

პოლიტიკურ იდიოტებსა და “სასარგებლო იდიოტებს”, მივხედოთ ჩვენს ქვეყანას და ცხოვრებას ისე, როგორც ამ ერის უმრავლესობას ესმის და წარმოუდგენია და მოსასვლელი მოვა ჩვენი დიდი შრომისა და ბრძოლის ხარჯზე, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.

ჩვენი ისტორიული და კანონიერი ადგილი ევროპაშია და ამას ვერ შეცვლის თვით ბელზებელიც რომ შეეცადოს მთელი სამყაროს ჭინკების გარემოცვასთან ერთად".