ირაკლი კობახიძე: საქართველო ყველა პარამეტრით წინ უსწრებს როგორც უკრაინას ისე მოლდოვას. ჩვენ ვართ მზად კანდიდატობისთვის და ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური

ირაკლი კობახიძე: საქართველო ყველა პარამეტრით წინ უსწრებს როგორც უკრაინას ისე მოლდოვას. ჩვენ ვართ მზად კანდიდატობისთვის და ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური

ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველა პარამეტრით წინ უსწრებს როგორც უკრაინას ისე მოლდოვას. ჩვენ ვართ მზად კანდიდატობისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„3600 გვერდიანი დოკუმენტი გაიგზავნა ევროკავშირში. ძალიან მაღალი ხარისხით მომზადდა ეს დოკუმენტი ამის შემდეგ იყო არაერთი ვიზიტი მათ შორის უმაღლეს დონეზე, პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დეპუტატები იყვნენ ჩასული ბრიუსელში, იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული ამ ერთი თვის განმავლობაში, იმისთვის, რომ განაცხადი ყოფილიყო წარმატებული და ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველა პარამეტრით წინ უსწრებს როგორც უკრაინას ისე მოლდოვას. ჩვენ ვართ მზად კანდიდატობისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური, თუმცა, საბოლოო ჯამში ევროკავშირი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს რომ ეს გადაწყვეტილება იქნება დადებითი“, - განაცხადა კობახიძემ.

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნას დღეს გამოაქვეყნებს.