ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ის შემთხვევაა - კინო ტრილერზე უარესი რომაა. განა იმის წინააღმდეგ მაქვს პროტესტი - ვინმე რუსეთში სწავლობდეს, თუმცა სასწავლებელსაც გააჩნია და შენს იქაურ მფარველ ორგანიზაციას თუ პიროვნებას. მით უმეტეს - არც რუსული კულტურის, ლიტერატურის, თეატრის, კინოს თუ სპორტის წინააღმდეგი ვარ. პირიქით!
მესმის, რომ მარიინსკის თეატრის შემოქმედებაში შეტანილი წვლილის გამო შემოსდის წლების განმავლობაში დღემდე ხოშტარიების ოჯახში მილიონობით ფული. ერთადერთი, ჩემი ყოფილი პროფესიისთვის დამახასიათებელი ოპერატიული ეჭვიანობის ჭრილში ვიტყოდი, რომ მე რომ მინდოდეს ჩემი გავლენის აგენტურის წლების განმავლობაში ფინანსური წახალისების ლეგალიზაცია, ამაზე უკეთესს ვარიანტს ("თეატრალური დადგმიდან საავტორო ჩარიცხვები") მე ვერც მოვიფიქრებდი.
მესმის, რომ ჩემი კონტრდაზვერვითი ვერსია ძალზე ახლოს არის ჭეშმარიტებასთან, მაგრამ (homines tendunt ad peccamus - ადამიანს ახასიათებს შეცდომა) - ძირს ჩემი პროფესიული უნარჩვევები! დღეს აქ სხვა რამ არის ცუდი! რუსეთის კულტურა და სპორტი - სანქციების ქვეშაა. ქართულ-რუსული საბანკო სექტორის ურთიერთობები - ასევე. როდესაც აგრესორი რუსეთის ბიუჯეტის, კულტურის სფეროს მკვებავი არხებიდან შენს, თუნდაც კუთვნილი წილს იღებ სანქციების გვერდის ავლით - ეს არის დანაშაული.
დავანებოთ თავი, რომ ამავდროულად, ეს არის "აგენტურული ჩავარდნაც". პირველ რიგში, ეს არის - მორალურ/პოლიტიკური დანაშაული, რომელიც ნაწილობრივ დავიდ არახამიამაც ამხილა გუშინ ვაშინგტონში - არ წყდებაო რუსეთის ბანკებიდან ქართულ საბანკო სექტორში რუბლების შემოდინება, თუმცა ამაში ხოშტარიების ოჯახის ღვაწლის შესახებ არაფერი უსაუბრია. არაუშავს - აბა ჩვენ რას ვაკეთებთ?! აბა ჩვენ რისთვის ვართ"?!