ვახტანგ მეგრელიშვილი: პრეზიდენტის მოწოდება, რომ ყველანი ერთად დავდგეთ, როგორც ჩანს, მაინც არ გამოვა

ვახტანგ მეგრელიშვილი: პრეზიდენტის მოწოდება, რომ ყველანი ერთად დავდგეთ, როგორც ჩანს, მაინც არ გამოვა

დარწმუნებული ვარ, როგორც „ქართული ოცნების“ ისე „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევა ხალხს არ მოსწონს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ასეთი ნაციონალური მასშტაბის საკითხისა „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გადის თავისი ვიწროპარტიული ინტერესებიდან და მზად არის ნებისმიერი კრიზისის გამოსაყენებლად, საკუთარი მიზნის მისაღწევად.

„პრეზიდენტის მოწოდება, რომ ყველანი ერთად დავდგეთ, რაშიც იგულისხმება ის, რომ მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობაც“, „ქართული ოცნებაც“ და საზოგადოებაც, რომ რაღაცნაირად ერთად დგომა, ერთობა გვეჩვენებინა, როგორც ჩანს, მაინც არ გამოვა, რადგან ოპოზიციამ 20 ივნისის აქცია მაინც ძალაში დატოვა. შესაბამისად, ერთიანობის ჩვენება უფრო გართულდა“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.