უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი: რუსეთი ზომით დიდი ქვეყანაა და ბევრი „საზარბაზნე ხორცი“ აქვს, რომელსაც აქ აგზავნის - რუსეთზე გამარჯვების პროცესი არ შეიძლება ძალიან სწრაფი იყოს

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი: რუსეთი ზომით დიდი ქვეყანაა და ბევრი „საზარბაზნე ხორცი“ აქვს, რომელსაც აქ აგზავნის - რუსეთზე გამარჯვების პროცესი არ შეიძლება ძალიან სწრაფი იყოს

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აშკარად მზად არის, გაწიროს თავისი ჯარისკაცები მცირე ტერიტორიული მიღწევებისთვის, ამიტომ უკრაინას უფრო გაუჭირდა თავისი პოზიციის შენარჩუნება.

მისი თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა უკვე შეასრულეს გადამწყვეტი როლი რუსეთის საწყისი ბლიცკრიგის შეკავებაში.

დანილოვმა ასევე განაცხადა, რომ უფრო შორი მოქმედების და უფრო დიდი კალიბრის იარაღის მიწოდება გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს რუსეთს.

„რუსეთი ზომით დიდი ქვეყანაა და ბევრი „საზარბაზნე ხორცი“ აქვს, რომელსაც აქ აგზავნის და ეს პროცესი [რუსეთზე გამარჯვება] არ შეიძლება ძალიან სწრაფი იყოს“, - აღნიშნა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა