უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლის მცველების გათავისუფლებაზე, რომლებიც რუსი ოკუპანტების ტყვეობაში აღმოჩნდნენ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო მუშაობს. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა.
მისი ცნობით, რუსმა სამხედროებმა „აზოვსტალის“ ქარხნიდან ტყვეობაში 2 500-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი აიყვანეს.
ამასთან, უკრაინის პირველი პირი მიიჩნევს, რომ რუსეთს არ აწყობს მარიუპოლის მცველების წამება, იმიტომ, რომ ისინი „საჯარო ტყვეები“ გახდნენ.