იმედია მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და მერე ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
„მე ოპტიმისტურად ვუყურებ ამ საქმეს და არც კი წარმომიდგენია, რა ლოგიკით შეიძლება არ მოგვცენ [კანდიდატის სტატუსი] რადგან, ეს არ არის საბოლოო ჯამში კონკრეტული რეფორმის შესრულება-არ შესრულების საკითხი; ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც უშუალოდ შექმნილ გარემოს ეხება, რომელიც შეიქმნა რუსეთის და უკრაინის ომის შედეგად და არა იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც რეფორმა ჩავატარეთ, ან არ ჩავატარეთ სასამართლოში. ასე რომ, იმედია მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და მერე ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.