სტატუსის მინიჭება დღე და ღამე მუშაობაზეა დამოკიდებული. არა ბაქიბუქზე, რომელსაც ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან, არამედ ისეთივე მუშაობაზე, როგორიც მაგალითად, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ „ალდეს“ რეზოლუციით გავაკეთეთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„რეფორმები, რეფორმები და რეფორმები - გეუბნებათ დასავლეთი, თქვენ რას აკეთებთ ამის საპასუხოდ? ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას? როგორც მმართველ ძალას დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა ცუდი შედეგის შემთხვევაში. ამას ვერ გაექცევით. ჩვენ რეზოლუცია მივაღებინეთ, სად არის თქვენი ევროპული ოჯახი, რატომ არ იღებს იგივე რეზოლუციას?“, - აღნიშნა ვაშაძემ.