ირაკლი ზარქუა:  ახლა ჯერი ევროპაზეა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, პირობებით, დათქმებით, ეს ნორმალურია

ირაკლი ზარქუა: ახლა ჯერი ევროპაზეა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, პირობებით, დათქმებით, ეს ნორმალურია

ახლა ჯერი ევროპაზეა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, პირობებით, დათქმებით, ეს ნორმალურია, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს შეთავაზება თქვენგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, მათი მოლოდინი პოზიტიურია.

„თუ ვინმე იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, საქართველო იმსახურებს. ჩვენ გვესმის უკრაინის თემატიკა, ომის თემატიკა და თუ ვინმე იმსახურებს საქართველო იმსახურებს უკრაინასთან ერთად. ბუნებრივია, გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ მოლდოვაც, საქართველოც და უკრაინაც მივიღებთ ამ სტატუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირადად მე მექნება განცდა, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა ევროპაში უარი თქვეს საქართველოზე იმიტომ, რომ ზეწოლა იგრძნეს რუსეთიდან. კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ ევროპას, საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ გამოიარა ეს ომი, ჩვენ დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ვიბრძვით, ჩვენ, დედებმა, ბიჭებმა გამოიარეს ეს ტანჯვა, ამიტომ ახლა ჯერი თქვენზეა. ჩვენ გვაქვს მოლოდინი (რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ) იმ ყოველგვარი პირობებით, დათქმებით, ეს ნორმალურია. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს შეთავაზება თქვენგან, უბრალოდ, თქვენ გადადგით ნაბიჯი, რომელსაც იმსახურებს საქართველოც, უკრაინაც და მოლდოვაც,"- განაცხადა ზარქუამ.

ზარქუას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მხარდაჭერისთვის.

„ჩვენი წარმომადგენლები ყოველდღიურად ბრიუსელში არიან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, წამყვან ქვეყნებში, პირდაპირი საუბარი გვაქვს,"- განაცხადა ზარქუამ.

Aburjga Tasmanieli რამ გააგიჟა ეს ხალხი, რა უნდათ?! თქვით ვინმემ, ახსენით გარდა ქვეყნის მასიური ლგბტ-ზაციისა რას მოგვიტანს ეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა?! ეს ევროპა-აშშ ისედაც უხეშად-თავხხედურად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის საშინაო თუ საგარეო საქმეებში, გვაკრიტიკებდნენ, გვამუნათებდნენ.... ამ რაღაც იდიოტური სტატუსის შემდეგ ხომ მთლად გაგვიგდებენ წიხლქვეშ?!
2 წლის უკან