იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც აკეთებს არსად მოსულა - წაგებას არ აღიარებს

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც აკეთებს არსად მოსულა - წაგებას არ აღიარებს

„ნაციონალური მოძრაობა“ რასაც აკეთებს ეს არსად მოსულა - არც ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობაში, არც ქუჩაში და არც ქუჩის მიღმა - ის წაგებას არ აღიარებს - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემაში „იმედი LIVE“, განაცხადა.

„წარმოიდგინეთ, ფეხბურთს ვთამაშობთ, სამი ადამიანი ვართ და ხალხი გველოდება - ვინც წააგებს გადის და ახალმა გუნდმა უნდა სცადოს გამარჯვებულის დამარცხება. „ნაციონალურ მოძრაობას“ სცემენ, ურტყამენ და მოედნიდან მაინც არ გადის და თან სულ აგებს და ამბობს, რომ მე ჯერ არ წამიგიაო - აი ეს სიტუაციაა დღეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.