ბაკურ კვაშილავა: ჩვენთვის ყველაზე ცუდი გამოსავალი იქნება, თუკი უკრაინა და მოლდოვა ერთ პაკეტს მიიღებს და საქართველო - განსხვავებულს

ბაკურ კვაშილავა: ჩვენთვის ყველაზე ცუდი გამოსავალი იქნება, თუკი უკრაინა და მოლდოვა ერთ პაკეტს მიიღებს და საქართველო - განსხვავებულს

პირდაპირი გადასახედიდან, საქართველო იმსახურებს იმდენად, რამდენადაც იმსახურებს დანარჩენი ორი. სხვაგვარად, თუ გავყვებით იმ მოთხოვნებს, რომელიც კანდიდატის სტატუსთანაა დაკავშირებული, ვიტყოდი, რომ ამ სამი ქვეყნიდან არცერთი არ იმსახურებს, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, ბაკურ კვაშილავამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

„ალბათ, ყველაზე უფრო მოსალოდნელია, უკრაინის საკითხი ცალკე განიხილონ. მოლდოვასა და საქართველოს კაზუსები კი ცალკე განყენებულად იყოს განხილული. ყველაზე ნაკლებმოსალოდნელი და ჩვენთვის ყველაზე ცუდი გამოსავალი იქნება, თუკი უკრაინა და მოლდოვა ერთ პაკეტს მიიღებს და საქართველო - განსხვავებულს. ბუნებრივია, თეორიულად ამის შესაძლებლობაც არსებობს, რადგან ისედაც ჩვენ საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მოვლენასთან, როდესაც ასეთი დაჩქარებული წესით განიხილება ეს განაცხადები“, - განაცხადა კვაშილავამ.

Aburjga Tasmanieli საუკეთესო იქნება თუ ევროკავშირი სასტიკ უარს გვეყტვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე! იქნებ მაშინ მაინც ჩამოეხსნას ლიბრი თვალებიდან ღრმად დაბოლებულ საქართველოს ბევრ მოქალაქეს და რაც მთავარია ჩვენს პოლიტიკოსების უმეტესობას, როლებიც კაჭკაჭივით დღე და ღამ იმეორებენ? რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის რაღაც სანუკვარი, უუუუმიშვნელოვანესი! ერთი მაინც ეთქვა რომელიმე მათგანს რაარის ეს კანდიდატის სტატუსი, რა კონკრეტული უპირატესოობანი თუ სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს! ვერავინ ამბობს ამას! ანდა როგორ იტყვიან, როცა ეს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის იქნება მეორე ბილეთი გლობალური უნამუსო ლგბტ ჯოჯოხეთისაკენ!
2 წლის უკან