რას იზამს მოსკოვი, თუ რუსეთის ტერიტორია დაიბომბება - მედვედევის მუქარა უკრაინას

რას იზამს მოსკოვი, თუ რუსეთის ტერიტორია დაიბომბება - მედვედევის მუქარა უკრაინას

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ თუ კიევი აშშ-სგან მიღებულ შეიარაღებას გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე, მოსკოვი მიზანმიმართულად დაარტყამს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრს კიევში.

ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, აშშ-მა განაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს ოთხ ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას “ჰაიმარსს“.

ამასთან, პენტაგონში განმარტეს, რომ აშშ თავდაცვად ჩათვლის უკრაინის მხრიდან “ჰაიმარის” ნებისმიერ გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე.

ასევე, ვაშინგტონში განმარტეს, რომ კიევისგან მიიღეს გარანტია, ამ შეიარაღების არგამოყენების შესახებ რუსეთის სიღრმეში დარტყმების განსახორციელებლად.