არესტოვიჩი: ყირიმი ჩვენია... ჩვენ უკვე დავარტყით ოკუპანტებს ყირიმში 

არესტოვიჩი: ყირიმი ჩვენია... ჩვენ უკვე დავარტყით ოკუპანტებს ყირიმში 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი “პოლიტეკასთან” საუბრის დროს პასუხობს შეკითხვას, თვლის თუ არა დასავლეთი ყირიმს უკრაინად და რამდენადაა შესაძლებელი აშშ-ის მიერ მოწოდებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის გამოყენება ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე კონცენტრირებული ოკუპანტების წინააღმდეგ.

“ყირიმი ჩვენია. და ეს მათ (ამერიკელებმა) კარგად იციან. ამიტომ ყირიმშიც ისე გაფრინდება, როგორც დაგიბარებიათ, თუ ამის საჭიროება დადგება”, – თქვა მან და განმარტა, რომ უკრაინამ უკვე განახორციელა დარტყმა ყირიმის ნახევარკუნძულზე:

“მცირე საიდუმლოს გაგიმხელთ: ჩვენ უკვე დავარტყით ოკუპანტებს ყირიმში და, საკმაოდ წარმატებითაც”.