ნონა მამულაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიაზე ბევრად აქტიურ თავმჯდომარეს იმსახურებს

ნონა მამულაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიაზე ბევრად აქტიურ თავმჯდომარეს იმსახურებს

დეპუტატი ნონა მამულაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“, თანაგუნდელები კი თავად მამულაშვილს დაუპირისპირდნენ. მამულაშვილმა ნიკა მელიას პარტიული საქმიანობა დაუწუნა და განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა“ ბევრად აქტიურ თავმჯდომარეს ისურვებდა. მამულაშვილს არ მოსწონს არც „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლის სტრატეგია, მიაჩნია, რომ პარტია ევროპასა და ამერიკაში უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, ოპოზიციამ კი პარლამენტი დატოვოს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებას უარყოფენ და განმარტავენ, რომ ეს ერთი წევრის პირადი აზრია, რომელსაც სურვილის შემთხვევაში პარტიიდან წასვლაც შეუძლია. პარტიაში ასევე უარყოფენ ნონა მამულაშვილის გამოთქმულ მოსაზრებას ნიკა მელიასთან დაკავშირებით.

„ნონა მამულაშვილს ასეთი აზრი არასოდეს გამოუთქვამს,არც ფრაქციის შეკრებაზე, არც პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, არც რაიმე თემატურ შეხვედრაზე. მგონია, რომ ძალიან აქტიური პარტიის თავმჯდომარე გვყავს. პარლამენტიდან გასვლა ვისაც უნდა, გავიდეს“, - ამბობს რომან გოცირიძე.