ნებისმიერი ადამიანი, ვინც დღეს ამბობს, რომ არ უნდა აღსრულდეს მართლმსაჯულება გირგვლიანის საქმეზე, ვალერი გელაშვილის საქმეზე, დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის განცხადების კომენტირებისას თქვა.
„მნიშვნელობა არ აქვს რომელი ტრიბუნიდან და ვინ იტყვის; თეთრი არის თეთრი, სიმართლე არის სიმართლე და ტყუილი არის ტყუილი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც დღეს ამბობს - თავისუფლება მიშას, ვინც ამბობს, რომ არ უნდა აღსრულდეს მართლმსაჯულება გირგვლიანის საქმეზე, ვალერი გელაშვილის საქმეზე, ნებისმიერ ეს ადამიანი დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს და ამას მნიშვნელობა არ აქვს რომელი ტრიბუნიდან იტყვის, რადგან, მართლმსაჯულების დაკნინება, მართლმსაჯულების დაკნინებაა“, - განაცხადა პაპაუაშვილმა.
აბა ეგენი ევროპაში რაზე დაეთრევიან თუ მაინც ევრო რემონტი ჩაგვიტარეს??