ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამზიდავი გემების დაზღვევას აკრძალავს

ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამზიდავი გემების დაზღვევას აკრძალავს

ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამზიდავ გემებზე სადაზღვევო აკრძალვას დააწესებს.

„Wall Street Journal-ის მონაცემების მიხედვით, ეს იქნება სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი. აღნიშნიული აკრძალვა არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ბლოკის ხელთაა რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით. ახლა რუსეთს გაუჭირდება თავისი ნავთობის აზიაში მიყიდვა, რადგან ევროპული კომპანიები მსოფლიო ნავთობით ვაჭრობის დიდ ნაწილს უზრუნველყოფენ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი.