დავით ქართველიშვილი:

დავით ქართველიშვილი: "ევროპის სახალხო პარტიამ" არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ სასამართლო სისტემას "სილა გააწნა" ამ სამარცხვინო პერფორმანსით 

,,იცით რაშია საქმე...მხოლოდ "ევროპის სახალხო პარტიის" დეგრადაცია რომ მიკვირდეს, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, სასამართლო სისტემას, კანონმდებლობას "სილა გააწნა.” ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას. 

როგორც ქართველიშვილი წერს, ევროპის სახალხო პარტიამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ფეხქვეშ მოაქცია, საქართველოსთან მიმართებაში ორო გადაწყვეტილებით. 

,,იცით რაშია საქმე...მხოლოდ "ევროპის სახალხო პარტიის" დეგრადაცია რომ მიკვირდეს, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, სასამართლო სისტემას, კანონმდებლობას "სილა გააწნა" ამ სამარცხვინო პერფორმანსით - მან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, ადამიანის უფლებათა კონვენცია ფეხქვეშ მოაქცია, თუნდაც მხოლოდ ორ ეპიზოდთან მიმართებაში: მიხეილ სააკაშვილის სანდრო გვირგვლიანის მკველებზე ხელის დაფარებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ფაქტიურად სიკვდილამდე ცემის შეკვეთის უეჭველი ბრალეულობის ნაწილში. 

და უფრო სწორედ, მე აღარ მიკვირს პოლონელი დონალდ ტუსკის სამარცხვინო უპრინციპობა და ეროვნული ღირსების საჯაროდ აყრა, როდესაც მისი ქვეყნის პრემირ-მინისტრად ყოფნის არც თუ შორეულ წარსულში - 2013 წელს მან ჯერ მხარი დაუჭირა 1943 წლის 11 ივლისის უკრაინელების მიერ პოლონელების გენოციდის შესახებ სეიმის გადაწყვეტილებას, საჯაროდ დაგმო იმ სისხლიანი "პეტრე-პავლეს ღამის" მოვლენები, ხოლო დღეს ყოველივე ეს თავადვე დავიწყებას მისცა, ისევე - როგორც კრიმინალ სააკაშვილის რეაბილიტაციაზე ღვრიდა დღეს ნიანგის ცრემლებს. უპრინციპო ადამიანზე უფლის მადლი ისევე მოქმედებს, ვითარცა რეზინაზე დენი, ამიტომ მის სახელმწიფოებრიობასთან, ეროვნულ, სქესობრივ, რასობრივ, სარწმუნოებრივ იდენტობასთან დაკავშირებით რაიმე პასუხის მოლოდინით თავს ნუ მოვიტყუებთ.” წერს ქართველიშვილი.

Aburjga Tasmanieli არა მარტო ევროპის სახალხო პარტიამ! იმ ევროპაში ვისაც არ ეზარება ყველა სილას აწნავს და ზოგი ფეხსაც ახოცავს ჩვენს საყვარელ სამშობლოს. ისეთი მდგომარეობაა, ქუჩის ქეციანი ძაღლი ხორცის დახლს უტრიალებს, იქნბა ყასაბმა ერთი ლუკმა, ცარიელი კანჭის ძვალი მაინც გადმომიგდოსო. ყასაბს (ევროპას) ყელში აქვს ამოსული ამ ძაღლის წკმუტუნ ლაქუცი და ხშირად პანღურით უმასპინძლდება! არ ვიცი რა უნდა გვიქნან იქეთ კოლექტიურმა დასავლეთმა და აქეთ ნჯო-ნაციონალებმა ქვეყანს თვალი რომ აეხილოს?! იქნებ გავჩერდეთ, იქნებ სხვა მხარეს გახედვა სჯობს, იქეთ სადაც აბუჩად არავინ გვიგდებდა?! ანდაზა თუ სიმღერა გამახსენდა - ნუ დაჰკარგავ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსა! ღმერთო დაგვიფარე ევროკავშირისაგან! რა გვინდა, რატომ მივილტვით ამ ქვეწარმავალთა ბუდისაკენ?!
2 წლის უკან
მიშა და ,,ძველი მეგობარი" ვინაა?
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ძველი კი არა ერთადერთი მეგობარი ბოლო 600-800 წელია იყო რუსეთი. ადრე თუ იყო სხვა ფარნავაზის ან გორგასალის ეპოქაში, რომელიმე სხვა ქვეყანა არ ვიცი, არ გამიგონია!
2 წლის უკან