დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ოპოზიციაზე: ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრიორიტეტები არეულია, იქნებ წმინდა მიწასთან მიახლებამ ჩვენს აზროვნებასაც უშველოს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ოპოზიციაზე: ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრიორიტეტები არეულია, იქნებ წმინდა მიწასთან მიახლებამ ჩვენს აზროვნებასაც უშველოს

ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრიორიტეტები არეულია, იქნებ წმინდა მიწასთან მიახლებამ ჩვენს აზროვნებასაც უშველოს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„იქნებ წმინდა მიწასთან მიახლებამ ჩვენს აზროვნებასაც უშველოს. ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრიორიტეტები არეულია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური შეფასებები, ჩვენი საზოგადოება ძალიან მძაფრად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში თუმცა, ყველაფერი ფუჭდება, როდესაც პრიორიტეტები ირევა. რა არის უფრო მთავარი, სიწმინდეზე ფიქრი, ჩვენს ისტორიაზე, ის, რომ საქართველომ რაღაც შეიძინა. თუ აუცილებლად უნდა შევაფასოთ ის, რომ რამდენად გვაწყობს პოლიტიკურად, როდესაც ჩვენთვის არასასურველი ადამიანების ხელით კეთდება რაიმე სიკეთე. ამ პრიორიტეტების აღრევა ზოგადად, ძალიან უცნაური რამ არის, ისეთი დიდი ისტორიის მქონე ერისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. როდესაც გარეჯის კომპლექსის ნაწილის დაბრუნებასთან იყო დაკავშირებული, ჩვენ ვნახეთ საზოგადოებრივი მსჯელობები. მაშინ ამ ადამიანებს ეკავათ პოზიცია, რომ გარეჯი ჩვენი არ არის და ეს არის პატრიოტიზმი. ახლა, როდესაც მიწას გადმოსცემენ საქართველოს, მათი პოზიციაა, რომ უმნიშვნელო პოლიტიკური თუ ტურიზმის დონეზე დაყვანილი ფაქტია და ზოგიერთ ადამიანს არც გაემტყუნება იმიტომ, რომ მატერიალურის იქით არაფერ საკრალურს არ ხედავს. იქნებ ამ წმინდა მიწასთან მიახლებამ, ჩართულობამ ამ პროცესში, რომელიც ჩვენს უძველეს ისტორიასა და რელიგიურ კულტურას უკავშირდება, შეამციროს ალბათობა, რომ მსგავსი აზროვნების ადამიანები გვყავდეს ქვეყანაში“,- აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

dimpi რაც არ უნდა საკვირველი იყოს სწორედ კომუნისტების პერიოდში შექმნილმა განათლების სისტემამ გამოიწვია ის პატარა ბიძგი რაც ადამიანს მის შემქმნელთან აახლოებს და რა რეფორმა ჭირდებოდა მას? ნგრევის? არა, მხოლოდ ეროვნულ-ქართულ ცნობიერებაში მოყვანა ისტორიის უფრო მრავალმხრივი ჩასმით.. მაგრამ... მაგრამ...
2 წლის უკან
dimpi მაგრამ ნაც-სექტამ დაანგრია განათლების სისტემა და ამით თაობებს მოუსპო უნიკალური განათლების მიღების საშუალება რითაც არა მაჰმად ხანზე ჯალალედინზე და მურვაყრუზე უფრო ნეგატიური როლი შეასრულეს თავიანთივე სამშობლოს და ნაშიერების წინააღმდეგ და დეგრადაციისთვის
2 წლის უკან