სიკვდილის პირას მყოფი, საკუთარ აჩრდილად არის ქცეული, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად - ნიკა მელია EPP-ს მიხეილ სააკაშვილზე

სიკვდილის პირას მყოფი, საკუთარ აჩრდილად არის ქცეული, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად - ნიკა მელია EPP-ს მიხეილ სააკაშვილზე

დამნაშავე ვარ რომ ვიცავ მთავრობის პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მსხვერპლებს - განაცხადა ნიკა მელიამ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მან ევროპელ პოლიტიკოსებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია:

"პოლიტიკურ ლიდერს, როგორიც არის საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანა ამოიყვანა პოსტ-საბჭოთა სიბნელიდან, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც პირველი აღუდგა წინ პუტინის იმპერიალისტურ ოცნებას რეგიონში სრულ დომინაციაზე, და რომელიც დღეს სიკვდილის პირას მყოფი, საკუთარ აჩრდილად არის ქცეული, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად." განაცხადა მელიამ სიტყვით გამოსვლისას.

amo მელია, ოხხ მელია
2 წლის უკან