ანდრია ჯაღმაიძე: ზოგჯერ, ადამიანებისთვის პოპულისტური განცხადებებისგან თავის შეკავება ძალიან რთულია - სამწუხაროდ, სასულიერო პირებიც კი, ძალიან ხშირად აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომ მათ ტაში დაუკრან

ანდრია ჯაღმაიძე: ზოგჯერ, ადამიანებისთვის პოპულისტური განცხადებებისგან თავის შეკავება ძალიან რთულია - სამწუხაროდ, სასულიერო პირებიც კი, ძალიან ხშირად აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომ მათ ტაში დაუკრან

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, „ქრონიკასთან“, პოლიტიკური დაპირისპირების პარალელურად, ეკლესიასთან დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„ზოგჯერ, ადამიანებისთვის პოპულისტური განცხადებებისგან თავის შეკავება ძალიან რთულია. არის გარკკვეული „ტრენდები“ და საზოგადოებისგან მოწონების შინაგანი მოთხოვნილება. ამიტომ, სასულიერო პირებიც კი, ძალიან ხშირად აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომ მათ ტაში დაუკრან. ეს ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა დეკანოზმა.