იაგო ხვიჩია: ერთმანეთის დაპირისპირებაზე დროს არ უნდა ვხარჯავდეთ - ვის ესმის ეს?!

იაგო ხვიჩია: ერთმანეთის დაპირისპირებაზე დროს არ უნდა ვხარჯავდეთ - ვის ესმის ეს?!

ერთმანეთის დაპირისპირებაზე დროს არ უნდა ვხარჯავდეთ. ვის ესმის ეს?!, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა.

იაგო ხვიჩია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებას გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, ახალს არაფერს ვხედავთ - ქართული პოლიტიკის კლასიკაა, როდესაც ქვეყნის შიგნით არსებული ქოც-ნაცური დაპირისპირება სცდება ქვეყნის გარეთ! ამაში ერევიან ქვეყნის პარტნიორები და ზიანდება ამ ქვეყნის ინტერესები. სამწუხაროდ, არც ახალია და არც უკანასკნელი. სულ მნიშვნელოვანი დროა, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნისთვის. ახლაც მნიშვნელოვანი დრო იყო, ერთი-ორი წლის წინაც. ერთმანეთის დაპირისპირებაზე დროს არ უნდა ვხარჯავდეთ. ვის ესმის ეს?!“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირემ - „ევროპის სახალხო პარტიამ“ განცხადება გამოაქვეყნა. EPP საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია. „ევროპის სახალხო პარტიის“ შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე უარის თქმა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაკავება, დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევის ნათელი მაგალითებია.