საქართველო დგამს ყველა ნაბიჯს საიმისოდ, რომ კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ.
მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერი ინიციატივა საერთაშორისო ნორმების დარღვევაა.
მიქანაძის თქმით, ნებისმიერ მსგავს განცხადებას გმობენ და ამის შესახებ ისინი საერთაშორისო პარტნიორებს საქმის კურსში აყენებენ.
„საქართველო დგამს ყველა ნაბიჯს საიმისოდ, რომ კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის შესახებ ბრძანება შეაჩერა და მოსკოვთან კონსულტაციას მართავს. რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა გამართულიყო. ბრძანებას დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა ხელი. ბიბილოვი ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევთან დამარცხდა.