პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.
"თქვენ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპატიო მისია გაკისრიათ - ადამიანების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე ზრუნვა. ამ მისიას ყოველდღე, მაღალი პროფესიონალიზმით და ერთგულად ასრულებთ. თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის სტუმრები თავს დაცულად გრძნობენ.
საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას გიხდით ქვეყნის სამსახურისთვის"!