თორნიკე შარაშენიძე:  ალბათ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გრძელვადიანი პერსპექტივაა, რაც სერიოზული პრობლემაა - ის ლოკომოტივი, რომელსაც ჩვენ და მოლდოვა ევროკავშირისკენ მივყავართ, თვითონ არის ცუდ მდგომარეობაში

თორნიკე შარაშენიძე: ალბათ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გრძელვადიანი პერსპექტივაა, რაც სერიოზული პრობლემაა - ის ლოკომოტივი, რომელსაც ჩვენ და მოლდოვა ევროკავშირისკენ მივყავართ, თვითონ არის ცუდ მდგომარეობაში

ალბათ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გრძელვადიანი პერსპექტივაა, რაც სერიოზული პრობლემაა. ის ლოკომოტივი, რომელსაც ჩვენ და მოლდოვა ევროკავშირისკენ მივყავართ, თვითონ არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში“,- ამის შესახებ "ჯიპას" პროფესორმა თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც შარაშენიძე განმარტავს, ის ვარაუდობს, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება განცხადება, რომელიც რაღაც დონეზე სამივე ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს დააკმაყოფილებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში დამანგრეველი ომი გაგრძელდება უკრაინას ინტეგრაციის პროცესი გაიწელება.

„ რაც შეეხება ჩვენს მოლოდინის რეჟიმს და პერსპექტივებს, უნდა გვესმოდეს, ერთი რამ, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა, შესაძლებლობების ფანჯრის გახსნა.

უკრაინაში ომია და აქედან გამომდინარე, ევროკავშირს სურს რაიმე გააკეთოს უკრაინისთვის, შემდეგ ჩვენთვის და მოლდოვასთვის. ყველაზე რეალისტური პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: არ ვიცით, უკრაინაში ომი როდის და როგორ დამთავრდება. იდეალური სცენარი, რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც უკრაინამ აგრესორი გაყარა და ტერიტორიები დაიბრუნა, მისი ტერიტორიების და ეკონომიკის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.

ალბათ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გრძელვადიანი პერსპექტივაა, რაც სერიოზული პრობლემაა. ის ლოკომოტივი, რომელსაც ჩვენ და მოლდოვა ევროკავშირისკენ მივყავართ თვითონ არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მოლოდინის რეჟიმში კი ვართ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ რომც მოგვცენ სამივეს სტატუსი, პროცესი სერიოზულად გაიწელება.

კი მინდა, ჩემი ქვეყანა ევროკავშირში, მაგრამ, როდესაც ვუყურებ, რომ უკრაინა პარტახდება და ჩვენ ამ დროს ევროკავშირში შევდივართ, ზღაპრის პროცესია. ვფიქრობ, იქნება განცხადება, რომელიც, რაღაც დონეზე სამივე ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს დააკმაყოფილებს, ალბათ იქნება განცხადება, რომ სამივე თქვენ იმსახურებთ ევროკავშირში წევრობას.

ჩვენ ვიცით, ვინ ქმნის ევროკავშირში ამინდს, საფრანგეთი და გერმანია. ისინი ფრთხილად უყურებენ ამ პროცესს, ფრთხილი განცხადებებით გამოირჩევიან, პირდაპირ ამბობენ, არ იციან, როდის დამთავრდება ომი, ალბათ, არ იჩქარებენ, რომ ევროკავშირის წევრის სტატუსი მიანიჭონ.

დავუშვათ სამივეს მოგვანიჭეს სტატუსი, ეს პროცესი თუ გაიწელა, უკრაინაში დამანგრეველი ომი გაგრძელდა, უკრაინას გაეწელება ინტეგრაციის პროცესი. მორალური დილემა მიდგება, ის გაპარტახდეს და შენ და მოლდოვა ევროკავშირში შეხვიდეთ? გული მეთანაღრება“,- აღნიშნავს შარაშენიძე.