დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და რეაბილიტაციას განაგრძობს.
მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს: წერეთლის გამზირი N87-ის მიმდებარედ, დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-11 და მე-12 კორპუსების მიმდებარედ, ასევე, მეექვსე კვარტლის 21-ე კორპუსთან.
აღნიშნულ სივრცეებში იცვლება დაზიანებული ფილები და საპარკე ინვენტარი, პატარებისთვის მონტაჟდება ახალი ატრაქციონები, ეწყობა განათების სისტემა.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
დიდუბესა და დიღმის მასივში არსებული მოსასვენებელი სივრცეების აღდგენა 289 982 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სერვისი 55“ ახორციელებს.