თინათინ ახვლედიანი:  გამოქვეყნებული პუბლიკაცია არ არის CEPS-ის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, წარმოადგენს ავტორების მოსაზრებებს, მე არ ვარ ავტორი და ეს არ არის პოზიცია, რომელსაც მხარს ვუჭერ

თინათინ ახვლედიანი: გამოქვეყნებული პუბლიკაცია არ არის CEPS-ის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, წარმოადგენს ავტორების მოსაზრებებს, მე არ ვარ ავტორი და ეს არ არის პოზიცია, რომელსაც მხარს ვუჭერ

„ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (CEPS) მეცნიერ-თანამშრომელი თინათინ ახვლედიანი ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს.

საუბარია პუბლიკაციაზე, რომლის მიხედვითაც „ევროკავშირმა საქართველოს წევრის სტატუსი რომ მისცეს, საჭიროა ახალი პოლიტიკური გარემო, რომლის მთავარი მახასიათებელიცაა დემოკრატიული კულტურა, დემოკრატიული სასამართლო სისტემა და ამ ეტაპზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ნაჩქარევია“.

როგორც ამასთან დაკავშირებით თინათინ ახვლედიანი წერს, პუბლიკაცია არ არის CEPS-ის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, წარმოადგენს ავტორების მოსაზრებებს, რომლებსაც თავად მხარს არ უჭერს.

„ძალიან ბევრი შეკითხვა მივიღე საქართველოს შესახებ „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პუბლიკაციასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემმა კოლეგებმა დაწერეს. მე დავიწყე მათზე პასუხი დღეს სატელევიზიო ინტერვიუებით, რომლებსაც „ტვიტერზე“ ცალკე გამოვაქვეყნებ, თუმცა მანამდე, ნება მიბოძეთ, განვმარტო.

ეს არ არის „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პოზიცია საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით, ეს პუბლიკაცია წარმოადგენს მისი ავტორების მოსაზრებებს. მე არ ვარ მისი ავტორი და ეს არ არის პოზიცია, რომელსაც მე მხარს ვუჭერ. ჩემსა და ჩემი მოსაზრებების შესახებ ყალბი ნარატივების შექმნის ნაცვლად, გთხოვთ, გაეცანით ჩემს პუბლიკაციებს CEPT-ის, Euractiv-ის და Euronews-ის ვებგვერდებზე“, – წერს თინათინ ახვლედიანი „ტვიტერში“.

Aburjga Tasmanieli აქედან დასკვნა - ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი (CEPS) ეს არის ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ევროპული ანალოგი, რომლის დაკვნა დასკვნა არ არის, არის მოსაზრება, ვოტ ი ვსიო! ასეთი მოსაზრება ყველას შეიძლება ჰქონდეს. მოსაზრებას, აზრს, როცა ქმედითი ძალა ჭერს მხარს მაშინ შეიძლება გათვალისწინებული იყოს? თანაც ეს მოსაზრება შინაარსით არ უნდა იყოს სრული აბსურდი და რეალობასტან დაცილებული! მოკლედ, ასთი დასვლური ორგანიზაციების მოსაზრებები მნიშვნელოვანია საქართველოს ხელმოცარული, რეალობას აცდენილი, ან უკეთეს შემთხვევაში გაბრიყვებული ოპოზიციისათვის! დროახელისუფლებამ პარლამენტში დააყენოს წინადადება საგანგებო მდგონარეობის გამოცხადებაზე, ხოლო ქალბატონმა სალომემ მხარი უნდა დაუჭიროს! დასავლეთელი იმპერიალისტების ელჩები ქვეყნიდან უნდა დაითხოვონ. დავამყაროთ დიპლომატიური ურთიერთობა დაახლოებით ჩვენი რანგის სახემწიფოებთან, მაგალიტად იემენთან! იმათ გავუწიოთ დახმარება თორემ უკრაინას გინდა დაეხმარე და გინდამც კაჭრეთის ცარიელ ელევატორშ ერთი მუჭა ხორბალი ჩაყარე! ფუჭია ყველაფერი, მაგ ძაღლიშვილებს აშშ-ს 53 მილიარდი ეცოტავებათ და შენს ჰუმანიტარულ ტვირთს როგორ დაინახავენ?
2 წლის უკან