პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი პარტია აქტიურად აპირებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ლობირებას.
„ნებისმიერ ფორმატსა და გადაწყვეტილებას დავუჭერთ მხარს, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს დაეხმარება. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ განცხადებამდეც და ამ განცხადების შემდეგაც, აპირებს, აქტიურად გაუწიოს ლობირება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი, ოპოზიციას სთავაზობს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ერთობლივი წერილი გაუგზავნონ, რომლითაც დაადასტურებენ მზადყოფნას, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და კანდიდატის სტატუსის მისაღებად.