ირაკლი ქადაგიშვილი ლევან იოსელიანის ინიციატივაზე: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს, კარგი იქნება საერთო პოლიტიკური ნების დემონსტრირება

ირაკლი ქადაგიშვილი ლევან იოსელიანის ინიციატივაზე: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს, კარგი იქნება საერთო პოლიტიკური ნების დემონსტრირება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს, საერთო პოლიტიკური ნების დემონსტრირება კარგი იქნება.

„ყველა ობიექტურ პარამეტრში, რომლითაც შეიძლება, რომ კომისიის დონეზე, ობიექტურად შემოწმდეს საქართველოს მზაობის საკითხი კანდიდატობის შესახებ, ჩვენ ძალიან მაღალი მონაცემები გვაქვს. ამიტომ, პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს, კარგი იქნება, საერთო პოლიტიკური ნების დემონსტრირება, მათ შორის - პოლიტიკური სპექტრისგან“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი, ოპოზიციას სთავაზობს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ერთობლივი წერილი გაუგზავნონ, რომლითაც დაადასტურებენ მზადყოფნას, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და კანდიდატის სტატუსის მისაღებად.