ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს მტკიცებულება, რომ მაიმუნის ყვავილმა მუტაცია განიცადა. ამის შესახებ ორგანიზაციის ჩუტყვავილას სამდივნოს ხელმძღვანელმა, როზამუნდ ლუისმა განაცხადა.
მისი თქმით, მუტაციები, როგორც წესი, უფრო დაბალია აღნიშნულ ვირუსში, თუმცა შემთხვევების გენომის სეკვენირება ხელს შეუწყობს მიმდინარე აფეთქების გაგებას.
„საქმე გვაქვს სიტუაციასთან, რომლის შეკავება შესაძლებელია“, - განაცხადა როზამუნდ ლუისმა.
ორგანიზაციის მონაცემებით, გასული კვირის მდგომარეობით, ჯანმოს 12 წევრ სახელმწიფოში მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა.
მაიმუნის ყვავილი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმისაა და ენდემურია დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. იგი ვრცელდება მჭიდრო კონტაქტით, ამიტომ მისი შეკავება შედარებით ადვილად შესაძლებელია ისეთი ღონისძიებების საშუალებით, როგორიცაა თვითიზოლაცია და ჰიგიენა.