დიმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ „აზოვსტალის“ მებრძოლების ვიქტორ მედვედჩუკზე გაცვლა ნაკლებად სავარაუდოა

დიმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ „აზოვსტალის“ მებრძოლების ვიქტორ მედვედჩუკზე გაცვლა ნაკლებად სავარაუდოა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ „აზოვსტალის“ მებრძოლების ვიქტორ მედვედჩუკზე გაცვლა ნაკლებად სავარაუდოა.

მისი განმარტებით, მედვედჩუკის უკრაინელ მებრძოლებზე გაცვლაზე საუბარი ნაკლებად შეიძლება იყოს, რადგან საქმე ეხება სხვადასხვა კატეგორიას.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ცნობისთვის, დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსისა და ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს,