ირაკლი კობახიძე: როდესაც რომელიმე უცხოელი ამბობს, რომ უკრაინისთვის საკმარისს არ ვაკეთებთ, როგორც კი ჩაეკითხები, ვერ ამბობენ, თუ რას არ ვაკეთებთ

ირაკლი კობახიძე: როდესაც რომელიმე უცხოელი ამბობს, რომ უკრაინისთვის საკმარისს არ ვაკეთებთ, როგორც კი ჩაეკითხები, ვერ ამბობენ, თუ რას არ ვაკეთებთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უცხოელები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინისთვის საკმარისს არ აკეთებს, ფაქტებს ვერ აკონკრეტებენ.

„უცხოელთან შეხვედრისას, როდესაც ვიღაც ამბობს, რომ უკრაინისთვის საკმარისს არ ვაკეთებთ, მაგრამ როგორც კი ჩაეკითხები, ვერაფერს ვერ გვეუბნებიან, თუ რას არ ვაკეთებთ. ვეკითხებით, აბა, რას არ ვაკეთებთ? ამაზე პასუხი არ არის. ამიტომ, გვაინტერესებს ნებისმიერი ადამიანისგან, რომელიც ამ უკმაყოფილებას საჯაროდ თუ არასაჯაროდ გამოხატავს, ფაქტები ჩამოწერონ, საზოგადოებას წერილობით უთხრან, რომ აი, ამას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. ამას ვერ ამბობენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციასა და დაქირავებულ ლობისტებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოვიდნენ და ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. მისი თქმით, საჯარო კითხვებზე მმართველი გუნდი საჯაროდ გასცემს პასუხს.