ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლები ევროკავშირში დადიან და ამბობენ, რომ ქვეყანა ვერ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი

ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლები ევროკავშირში დადიან და ამბობენ, რომ ქვეყანა ვერ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი


ბიძინა გიორგობიანი
ბიძინა გიორგობიანი

ფოტო: IMEDI

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლები, ევროკავშირში დადიან და იქ სხვადასხვა დონის შეხვედრებზე ამბობენ, რომ საქართველოს განაცხადი პოზიტიურად არ უნდა განიხილონ და ქვეყანა ვერ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, - ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმარმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ეს წარმოუდგენელი დანაშაულია საქართველოს წინაშე, მსგავსი შეხვედრების გამართვა კი ლობისტების გარეშე შეუძლებელია.

„ისინი დადიან და თან ფულს იხდიან ამაში, იმიტომ რომ ლობისტური კომპანიების გარეშე ეს შეხვედრები და განცხადებები, რომლებსაც იქ რამდენიმე პარლამენტარი აკეთებს, არ არის შესაძლებელი. ამ ლობისტური კომპანიებს სჭირდებათ ფული. საქართველო რომ რამენაირად დააზიანონ და მიაღებინონ [ევროკავშირს] ნეგატიური გადაწყვეტილება, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ამაში ხარჯავს ეს ხალხი ფულს“, - განაცხადა გიორგობიანმა.

ლაზი ნატოზე ლაპარაკი დროებით აღარ არის აქტუალური. ახლა ამ წევრობის კანდიდატობით გავერთობით ერთ ხანს. არადა, საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ამბობს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 15-20 წელი დასჭირდება-ო. მერე იმ კანდიდატობას რაღაც საგზაო რუკას მოუფიქრებენ და გვექნება სულ ასე ნათელი პერსპექტივა. რას იზამ, რეალური თუ არაფერია, იმედიც სანატრელია.
2 წლის უკან