თეა წულუკიანი: ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპული ქოლგის ქვეშ აქვეყნებენ გარკვეულ კვლევას, სადაც ამბობენ, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს

თეა წულუკიანი: ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპული ქოლგის ქვეშ აქვეყნებენ გარკვეულ კვლევას, სადაც ამბობენ, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს

ჩვენ თუ ვნახავთ ვინ არიან ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის CEPS-ის კვლევის განმახორციელებლები, ისევ წავაწყდებით ქართულ გავებსა და სახელებს. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც 2012 წლამდე ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობას იღებდა ჩვენი ქვეყნის მართვაში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი კვირას“ განუცხადა.

„აქაც ისევ ის სცენარი იკვეთება, რაც იწო არა ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიბრძოდით, და ამას სხვა სიტყვა არ ერქვა, ევროპასთან უვიზო რეჟიმისთვის, ვიბრძოდით ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოსაწერად და ეს ჯგუფი სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა წარმომადგენლის მეშვეობით ევროპულ ასპარეზზე ჩვენს მთავრობას კი არა, ჩვენს ქვეყანასა და ხალს მის ევროპულ გზაზე უქმნიდა ბარიერს. ამის მოწმე მეც არაერთხელ ვყოფილვარ. აქაც იგივე ხდება. ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი ხელისუფლების დროს საჯარო სამსახურებში მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირები, ევროპული ქოლგის ქვეშ აქვეყნებენ გარკვეულ კვლევას, სადაც ამბობენ, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბრიუსელის კვლევითმა ორგანიზაციამ CEPS საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით ანალიზი გამოაქვეყნა. კრიტიკულ ანგარიშში წერია, რომ საქართველოსთვის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პროცესის დაწყების შეთავაზება ნაჩქარევია. კვლევით ორგანიზაციასთან ოპოზიციის ლიდერი, ელენე ხოშტარია თანამშრომლობს და ამ ჯგუფის მიერ მომზადებული კვლევების თანაავტორია. ასევე, თამარ კოვზირიძე, რომელიც 2004-2008 წლებში სააკაშვილის ხელისუფლების ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, 2009-2012 წლებში კი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და საგარეო ურთიერთობების მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო.