ენტონი ბლინკენი: შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა იმაზე გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი იქნება სცენაზე

ენტონი ბლინკენი: შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა იმაზე გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი იქნება სცენაზე

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ 82 დღის შემდეგაც, უკრაინელები იცავენ თავიანთ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს. მათთან ერთადაა მსოფლიოს უდიდესი ნაწილი“, - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მიზანს ვერ მიაღწევს.

„ვლადიმერ პუტინი ცდილობდა მათთვის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის წართმევას, მისი აზრით, უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის და ის რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს. შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა იმაზე გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი იქნება სცენაზე“, - აცხადებს ბლინკენი.