პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე: კანონი და კონსტიტუცია წყვეტს ამას, მე ვიცავ კონსტიტუციას და კანონს

პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე: კანონი და კონსტიტუცია წყვეტს ამას, მე ვიცავ კონსტიტუციას და კანონს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ იგეგმება.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხს კანონი და კონსტიტუცია წყვეტს.

"არა. კანონი და კონსტიტუცია წყვეტს ამას. მე ვიცავ კონსტიტუციას და კანონს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.