რამაზ საყვარელიძე: პუტინმა რუსეთისთვის, თავისთვის წამგებიანი ომი წამოიწყო, დასავლეთი პუტინის მოლოდინის საწინააღმდეგოდ შეიკრა

რამაზ საყვარელიძე: პუტინმა რუსეთისთვის, თავისთვის წამგებიანი ომი წამოიწყო, დასავლეთი პუტინის მოლოდინის საწინააღმდეგოდ შეიკრა

პუტინმა რუსეთისთვის, თავისთვის წამგებიანი ეს ომი წამოიწყო იმის იმედით, რომ დასავლეთი ვერ მოახერხებდა რეაქციას. დასავლეთი პუტინის მოლოდინის საწინააღმდეგოდ შეიკრა, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ უკრაინაში ომზე საუბრისა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინმა ავტორიტარული სახელმწიფოებისკენ გადადგა ნაბიჯი და ჩინეთთან და ირანთან პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა.

„იკვრება ავტორიტარული სახელმწიფოების დიდი სამკუთხედი: ჩინეთი, ირანი, რუსეთი და სამივე ქვეყანა ბირთვული იარაღით შეიარაღებულია! ასე, რომ ბირთვული იარაღის ისეთი აჩრდილი წამოვიდა ამ პერსპექტივით, რომ ახლა ამ ტაქტიკური იარაღის გამოყენება თამაში მოგეჩვენება. ის, რომ ამათი გაერთიანება ძალიან რეალური იყო, ეს გახდა ცხადი პუტინის ხელში. პუტინმა გადადგა ავტორიტარული ქვეყნებისკენ ნაბიჯი და იყო გასაჩერებელი ეს ნაბიჯი. აი, ამ დრომ მოუწია ახლა, რადგან ამოიჩემა, რუსეთისთვის, თავისთვის წამგებიანი ეს ომი წამოიწყო, იმის იმედით, რომ დასავლეთი ვერ მოახერხებდა რეაქციას. დასავლეთი პუტინის მოლოდინის საწინააღმდეგოდ შეიკრა და მივიღეთ ისეთი სიტუაცია, რომ პუტინმა ამოიღო ეს ბირთვული ბარათი გასაფრთხილებლად, მაგრამ ამერიკამაც შესაბამისი რეაქცია მისცა და ჯერჯერობით, ეს თემა ჩაწყნარდა, თუმცა რა თქმა უნდა, მოხსნილი არ არის“, - განაცხადა საყვარელიძემ.