ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ამერიკის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით აშშ-ში, სავარუდოდ, აღარ გაემგზავრება

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ამერიკის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით აშშ-ში, სავარუდოდ, აღარ გაემგზავრება

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით აშშ-ში, სავარუდოდ, აღარ გაემგზავრება. გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯერ ოფიციალური პასუხი მხარეებისგან ცნობილი არ არის.

„ქრონიკასთან“ საუბარში ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს, მეტი დეტალის გაგება კი აშშ-ის საელჩოსგან არის შესაძლებელი.

„მე არანაირ კომენტარს არავისთან არ ვაკეთებ. ალბათ, უმჯობესია, საელჩომ გააკეთოს კომენტარი“, - ამბობს ლაშა ჩხიკვაძე.