უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ მარიუპოლიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია გრძელდება

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ მარიუპოლიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია გრძელდება

მარიუპოლიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის ღონისძიება გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელმა ალექსეი გრომოვმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მარიუპოლის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შემცირებულია. ამ დროისთვის გრძელდება ღონისძიებები ჩვენი გმირების ევაკუაციისთვის“, - განაცხადა გრომოვმა ბრიფინგზე.

კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია „აზოვსტალის“ ქარხნიდან რუსეთის ჯარის კონტროლირებად ტერიტორიაზე რისკს მათი სიცოცხლისთვის, გრომოვმა აღნიშნა, რომ მტერი მზაკვარია, მაგრამ იმედოვნებენ, რომ „მიცემული სიტყვა შესრულდება“.