დიღმის მასივში ავტოფარეხების ადგილზე სკვერი ეწყობა

 დიღმის მასივში ავტოფარეხების ადგილზე სკვერი ეწყობა

დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-17 და მე-18 კორპუსების მიმდებარედ, ავტოფარეხების ადგილზე, მოსასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დიდუბის გამგეობამ გასულ წელს ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობით, ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელა,  შემდგომ კი, ადგილობრივებთან შეთანხმებით, მოსასვენებელი სივრცის პროექტი მომზადდა და მშენებლობა დაიწყო.

პროექტის მიხედვით, იგება დეკორატიული ფილები, ტერიტორია ისაზღვრება უსაფრთხოების მოაჯირებით, ეწყობა განათების სისტემა. სივრცეში ასევე გათვალისწინებულია საბავშვო და სპორტული ზონის მოწყობაც. სკვერის მშენებლობის შემდგომ, ტერიტორიაზე განთავსდება საპარკე ინვენტარი, ასევე, დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები.

მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნული მოსასვენებელი სივრცის მშენებლობას კომპანია „ზმ ჯგუფი“ ახორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 357 777 ლარია გამოყოფილი.