"აზოვის" დაზვერვის ოფიცერი - არტილერია და ავიაცია განუწყვეტლივ გვირტყამს ქარხანაზე - ყველა საბრძოლო მასალა შეზღუდულად გვაქვს და მალე დაგვიმთავრდება

არტილერია და ავიაცია განუწყვეტლივ გვირტყამს ქარხანაზე. ყველა საბრძოლო მასალა შეზღუდულად გვაქვს და მალე დაგვიმთავრდება, - ­

ამის შესახებ "აზოვის" პოლკის დაზვერვის ოფიცრის ილია სამოილენკოს წერილშია ნათქვამი, რომელიც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსს" გამოუგზავნა.

გადაცემაში სამოილენკოსთან პირდაპირი ჩართვა იგეგმებოდა, თუმცა, როგორც მის წერილშია ნათქვამი, "აზოვსტალში" ძალიან ცუდი კავშირია და აუდიო-ვიდეო კავშირი ვერანაირად ვერ ხერხდება.

"აზოვის" ერთ-ერთი ლიდრის თქმით, პოლკი სასტიკ ბრძოლას აწარმოებს, ტერიტორიაზე კი დიდი რაოდენობით დაჭრილია, რომელთათვისაც კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა შეუძლებელია.

"ყველას მოკითხვა გადაეცით და მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩვენთან დაძაბული ვითარებაა. მტერი გამუდმებით ცდილობს ქარხნის ტერიტორიაზე შეტევის განხორციელებას. ვაწარმოებთ სასტიკ ბრძოლას თითოეული მეტრისთვის. არტილერია და ავიაცია განუწყვეტლივ გვირტყამს ქარხანაზე. ყველა საბრძოლო მასალა შეზღუდულად გვაქვს და მალე დაგვიმთავრდება. დიდი რაოდენობით დაჭრილები არიან, ასობით დაჭრილია, რომლებისთვისაც შეუძლებელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რადგან საამისოდ არავითარი შესაძლებლობა არ არსებობს, - ნათქვამია მის წერილში.

სამოილენკოს თქმით, უახლოესი მოკავშირე ჯარი სულ მცირე 100 კილომეტრით არის მათგან დაშორებული, ორნახევარი თვეა ალყაში არიან ოთხივე მხრიდან, თუმცა წასვლა არ შეუძლიათ და არც აპირებენ.

"ჩვენ გვაქვს ბრძანება, დავიცვათ მარიუპოლი და ქვეყანა. ამ ბრძანებას ვასრულებთ. მოწინააღმდეგისთვის ჩაბარების ვარიანტი არ განიხილება, რადგან:

ა) წარმოუდგენელია, ბ) ჩვენ არ ვარღვევთ ბრძანებას თავდაცვის შესახებ, გ) აზოვი რუსეთში მიიჩნევა ტერორისტულ ორგანიზაციად, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ ისინი არ ჩაგვთვლიან სამხედრო ტყვეებად და უკანონოდ გაგვასამართლებენ რუსეთის კანონებით, დ) ჩვენ მიერ დოკუმენტირებულია მრავალი შემთხვევა აზოველი სამხედრო მოსამსახურეების რუსეთის სამხედროების მიერ დასჯისა.

მარიუპოლის მთელ გარნიზონს ესაჭიროება დაუყოვნებელი ევაკუაცია უკრაინის ტერიტორიაზე ან მესამე დამოუკიდებელ ქვეყანაში, პირველ რიგში, დაჭრილთა უსაფრთხოებისთვის, მათთვის სამედიცინო დახმარებისთვის. "აზოვის" ძალებით ორნახევარი თვის განმავლობაში ვიცავდით ქალაქს უმძიმეს პირობებში და ბევრად მეტი გავაკეთეთ, ვიდრე შესაძლებელია. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლება ვადლებულია ჩვენთვის შეუძლებელი შეძლოს. მარიუპოლიდან სამხედროების არგადარჩენამ შესაძლოა ჯვარი დაასვას ქვეყნის თავდაცვას. უკრაინის მოქალაქეები უბრალოდ გათელავენ ჩვენ პოლიტიკოსებს და ეს არასტაბილურობის ფაქტორი სასარგებლო იქნება რუსეთისთვის, რითაც ის ისარგებლებს კიდეც. ჩვენ, სამხედროებს არ შეგვიძლია ამის დაშვება, რადგან ჩვენ ძირითადი პრიორიტეტი ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის დაცვა. ამიტომ, მოვითხოვთ ჩვენი მთავრობისგან დაადასტურონ, რომ შეშფოთებულები არიან ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებით არანაკლებ, ვიდრე ჩვენ.

ჩვენ ხშირად მივმართავთ სხვა ქვეყნებს, რომ მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ დახმარება და ვთხოვთ დაეხმარონ ჩვენ მთავრობას ქვეყნის დაცვაში. თუკი რუსეთს არ გააჩერებენ ახლა, ის წინ წავა. მთელი ევროპის ბედი ახლა "აზოვსტალზეა" დამოკიდებული",- ამბობს წერილში "აზოვის" ოფიცერი.