საზღვარგარეთ მკურნალობა თავდებობის გარანტიით - ასეთია „ნაციონალური მოძრაობის“ პირობა და შეთავაზება ხელისუფლებას. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას მისცემს, ის რეაბილიტაციის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდება. ამ პირობის შესრულების დასადასტურებლად, ყოფილი პრეზიდენტის პარტია მზად არის ლიდერს თავდებში ჩაუდგეს.
„აუცილებელია, რომ სამკურნალოდ იყოს გადაყვანილი ევროპაში, ისეთ კლინიკაში სადაც იქნება როგორც პროფესიულად ისე სხვა მხრივაც მისი გადარჩენის შესაძლებლობა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის წევრმა“, რომან გოცირიძემ.
იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მას „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ. სააკაშილი შეთავაზებას დათანხმდა.