საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები ძალიან მყარია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ.
„ბევრ გაკვეთილს ვიღებთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომიდან. ჩვენ ყველაფერს იმ ღირებულებებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე ვაკეთებთ, რაც ჩვენთვის ყველასთვის ძვირფასია და ეს ეხება საქართველოსაც. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ვართ ერთგული პრინციპის, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და ამ პროცესში არავინ უნდა ჩაერიოს. განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ ნატოს დახმარება მაგალითად უკრაინის მიმართ ეფექტიანი იყო და ამას ადასტურებს მათი მიღწევები ომში. ჩვენ დავინახეთ, რომ რა დახმარებითაც ნატო პრაქტიკულ დონეზე პარტნიორებს უზრუნველყოფს ეფექტიანია. ახლა ვმუშაობთ საქართველოზე მორგებულ ზომებზე, იმისათვის, რომ საქართველოს დახმარება გავზარდოთ და თანამშრომლობა ახალ ხარისხში ავიყვანოთ. ეს იქნება ახალი და ვფიქრობ მადრიდის სამიტისთვის დავამტკიცებთ“, - განაცხადა კოლომინამ.