ვოლოდიმირ ზელენსკი მასზე თავდასხმის მცდელობებზე:  ეს არც ისე ბევრია, გამოდის, რომ 10 ადამიანს სურს ჩემი მოკვლა, ამიტომ არც ისე საშიშია - ვფიქრობ, რუსეთის პრეზიდენტს ბევრად მეტი პრობლემა აქვს

ვოლოდიმირ ზელენსკი მასზე თავდასხმის მცდელობებზე: ეს არც ისე ბევრია, გამოდის, რომ 10 ადამიანს სურს ჩემი მოკვლა, ამიტომ არც ისე საშიშია - ვფიქრობ, რუსეთის პრეზიდენტს ბევრად მეტი პრობლემა აქვს

ეს არც ისე ბევრია. გამოდის, რომ 10 ადამიანს სურს ჩემი მოკვლა. ამიტომ არც ისე საშიშია. ვფიქრობ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბევრად მეტი პრობლემა აქვს, მათი პოლიტიკისადმი მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიურ ტელეარხ Nine Network-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ მასზე თავდასხმის მცდელობის 10 შემთხვევის აღკვეთა მოხდა.

პრეზიდენტის განმარტებით, მაშინ როდესაც ადამიანები სარდაფებში სხედან, როდესაც ადამიანებს აწამებენ, მას მეტ-ნაკლებად არც ისეთი საშიში მდგომარეობა აქვს.

„მე მეშინია ჩვენი ხალხის გამო და განსაკუთრებით მეშინია იმ ოჯახების გამო, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები. ვფიქრობ, სანამ გყავს ოჯახი და არ დაგიკარგავს ახლობლები, არ არის არაფერი რისი გამოსწორებაც არ შეიძლება და არაფერი არ არის სუპერსაშიში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პირველი პირის თქმით, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მას არც უყოყმანია იმაზე, რომ უკრაინაში უნდა დარჩენილიყო.

„გულწრფელად გითხრათ არც კი მიყოყმანია. არც მიფიქრია, რომ ჩემ მიმართ იქნებოდა ასეთი წინადადებები. თუმცა პროტოკოლის თანახმად, დიახ, ასეთი შემოთავაზებები იყო პარტნიორების მხრიდან და ჩვენს ქვეყანაში უშიშროების ძალებიდან და სხვა პოლიტიკური ბანაკებიდან მეუბნებოდნენ, რომ უკრაინას, პრინციპში, შეუძლია დაკარგოს ინსტიტუციონალიზმი, თუ პრეზიდენტი არ იქნება. ამიტომ მეუბნებოდნენ, რომ მე უნდა წავსულიყავი რომელიმე უსაფრთხო ადგილას, იმიტომ, რომ შეიძლება დაგვეკარგა პრეზიდენტი კიევის ოკუპაციის გამო. ამიტომ იყო ბევრი სხვადასხვა შემოთავაზება, მაგრამ მე ამაზე არც კი მიფიქრია. მე მესმოდა ზუსტად, რომ ეს არ მისცემდა ჩვენს სახელმწიფოს სიმტკიცეს. ასე როგორ - ლიდერი მიდის? თუ ასე ვიღაც აკეთებდა კიდეც ადრე და მაშინაც კი თუ ამას ამბობს შენი ქვეყნის მთელი უშიშროება და სხვა ქვეყნის ლიდერები, უნდა მემოქმედა, როგორც ამას მე მივიჩნევ. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.