„იმედის კვირა“ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე გოგილაშვილის რუსეთთან კავშირებით დაინტერესდა. ის თანამდებობიდან პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ გაათავისუფლეს.
გოგილაშილის საქმიანობამ უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტების ინტერესი გამოიწვია. მათ არაერთი სკანდალური დეტალი გაასაჯაროვეს. მაშინ ითქვა, რომ გოგილაშვილის რუსული კავშირები საფრთხეს უქმნიდა უკრაინის ნაციონალურ უსაფრთხოებას. უკრაინელი ჟურნალისტების ეჭვებს აძლიერებდა ისიც, რომ რუსეთში ცხოვრების პერიოდს და რუსულ პასპორტს საქართველოში დაბადებული ალექსანდრე გოგილაშვილი საგულდაგულოდ მალავდა.
ამასთან, გოგილაშვილის მეუღლე მარია ლევჩენკოა - უკრაინის პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი და თანაშემწე. უკრაინული მედია წერდა, რომ სწორედ ეს იყო ერთადერთი ე.წ. დამსახურება, რის გამოც გოგილაშვილი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. რადგან მას არც იურიდიული განათლება ჰქონდა და არც საჯარო სამსახურში მუშაობის რაიმე გამოცდილება. მისი რუსული კავშირებით უკრაინული მედია ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როდესაც გოგილაშვილი ამ პოსტზე უკრაინის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრის, დავით არახამიას წარდგინებით დაინიშნა.
ქართველი ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა სწორედ გოგილაშვილმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ, საქართველოზე გაკეთებულ ბოლო დროინდელ დაუსაბუთებელ განცხადებაზე. იმ უწყების, რომლის ხელმძღვანელიც, გოგილაშვილთან ერთ სახლში ცხოვრობს.