პაატა მანჯგალაძე: ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ ჰყოფნის გონიერება, რათა საქართველო რუსული ტვირთების ტრანზიტად არ იქცეს

პაატა მანჯგალაძე: ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ ჰყოფნის გონიერება, რათა საქართველო რუსული ტვირთების ტრანზიტად არ იქცეს

ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ ჰყოფნის გონიერება, რათა საქართველო რუსული ტვირთების ტრანზიტად არ იქცეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებას გამოეხმაურა.

„არ ვამბობ და ვამტკიცებ იმას, რომ რასაც უკრაინის დაზვერვა ამბობს, ცალსახად ასე ხდება. როგორც ვიცი, გარკვეული ვარაუდი იყო გამოთქმული, რომ რუსეთს აქვს სურვილი და ცდილობს, საქართველო ტრანზიტად გამოიყენოს. ამაში, ბუნებრივია, ახალი არაფერია - სანქციების ქვეშაა და ასეთი მცდელობა, შესაძლოა, ჰქონდეს. ახლა მთავარია, საქართველო არ იყოს გამოყენებული ამ ტვირთების გატარებისთვის. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ამერიკის სახელმწიფო მდივნის, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება - ის ქვეყნები, ფირმები, კომპანიები, ადამიანები, რომლებიც ხელს შეუწყობენ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდიდ ავლას, თავად გახდებიან სანქციების ნაწილი. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ ჰყოფნის გონიერება იმისთვის, რომ საქართველო რუსული ტვირთების ტრანზიტად არ იქცეს“, - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, მოსკოვი საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ამ ქვეყნებიდან რუსული პროდუქციის გატანის შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული.უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, მოსკოვი საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ამ ქვეყნებიდან რუსული პროდუქციის გატანის შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული.