„საქართველოს მხარდაჭერის აქტში“ აღნიშნულია კონგრესმენების მოწოდება, რომ გაძლიერდეს და გაგრძელდეს საქართველოს მხრიდან რეფორმებზე მუშაობა,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა "საქართველოს მხარდამჭერ აქტზე" საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ საქართველო რეფორმების დღის წესრიგის ერთგული გახდება, ახლო ნაბიჯი იქნება ევროკავშირსა და ნატო-ში.
„მხარდაჭრის აქტში აღნიშნულია კონგრესმენების მოწოდება, რომ გაძლიერდეს და გაგრძელდეს საქართველოს მხრიდან რეფორმებზე მუშაობა. ეს გულისხმობს რეფორმებს უსაფრთხოების სფეროში, დემოკრატიულ რეფორმებს სასამართლო მიმართულებით და საპარლამენტო ზედამხედველობის რეფორმებს. ეს მოწოდებებიც არის მხარდამჭერ აქტში. თუ საქართველო აღნიშნული რეფორმების დღის წესრიგის ერთგული იქნება, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ უფრო ახლო ნაბიჯი ევროკავშირსა და ნატო-ში",- აღნიშნავს დეგნანი.